აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში, ზურაბ პატარაძე 12 ხმით არცერთის წინააღმდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ხმის მიცემას 9 დეპუტატი არ დაესწრო.

14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გადადგა. იმავე დღეს, პრეზიდენტმა სახელმწიფო რწმუნებულად აჭარაში ზურაბ პატარაძე დანიშნა.

ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საკუთარი ნებით 6 ივლისს თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად უფლებამოსილება შეუწყდება აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებსაც.