მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე მსჯელობა ყავაზე მკითხაობას ჰგავს. ის ამბობს, რომ ექსპრეზიდენტზე რაც შეიძლება მეტი საუბარი ქართული ოცნების ინტერესშიცაა.

"ქართულ ოცნებას უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. რატომ? იმიტომ რომ ერთ-ერთ მთავარ დამაშინებელ ფაქტორად ის ხო ამას იყენებს?! ეხლა დაბრუნდება სააკაშვილი და აეე, მთელი ამბავი მოხდება ქვეყანაში, რა [...] ყავაში მკითხაობასავით არის, ჩამოვა, თუ არ ჩამოვა ნამდვილად ახლა, ხო? თუ ჩამოვა, ჩამოვა, თუ არ ჩამოვა — არ ჩამოვა", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად საქართველოში ჩამოფრინდება.

გაიგე მეტი: