შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. აღნიშნულის შესახებ On.ge-ის უწყებაში განუცხადეს.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში იმყოფება. ამასთან, მან გაავრცელა ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მანამდე კი სააკაშვილმა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.