ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპისთვის 3 743 უბნიდან დათვლილია 3 183, ანუ 85,04%. ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 47,6 % აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 30,51%, გახარიას პარტიას კი 7,62%.

უფრო კონკრეტულად, პირველადი მონაცემებით, პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:

  • მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელი — 1,35%;
  • ევროპული საქართველო — 1,71%;
  • ვადამდელი არჩევნები — ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა — 0,05%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 30,51%;
  • ევროპელი დემოკრატები — 0,16%;
  • ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები — 0,72%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 1,45%
  • ლელო — 2,63%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1,41%;
  • კანონი და სამართალი — 0,02%;
  • საქართველო — 0,05%;
  • გოგი წულაია — ახალი ქრისტიან-დემოკრატები — 0,06%;
  • რეფორმერი — 0,05%
  • ჯონდი ბაღათურია — ქართული დასი — 0,02%;
  • ევროპელი სოციალისტები — 0,17%;
  • პროგრესი და თავისუფლება — 0,07%;
  • საქართველოს განვითარების პარტია — 0,01%
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია — 0,01%
  • გიორგი გახარია საქართველოსთვის — 7,62%;
  • თავისუფალი არჩევანი — ახალი ალტერნატივა — 0,01%;
  • მამუკა ტუსკაძე — სოციალური სამართლიანობისთვის — 0,01%;
  • მშრომელთა სოციალისტური პარტია — 0,01%;
  • ერი — მირიან მირიანაშვილი — 0,03%;
  • დროა — 0,51%;
  • მემარცხენე ალიანსი — 0,01%
  • ტრიბუნა — 0,13%;
  • გირჩი — 0,89%;
  • თავისუფალი საქართველო — 0,21%
  • თამაზ მეჭიაური — ერთიანი საქართველოსთვის — 0,13%;
  • თავისუფლება — ზვიად გამსახურდიას გზა — 0,06%
  • სახე + — 0,01%
  • ქართული ოცნება — 47,6;
  • დეკოკრატთა ალიანსი — 0%;
  • მესამე გზა — 0,02%;
  • სახალხო პარტია — 0,25%;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება — 1,28%;
  • ანა დოლიძე — ხალხისთვის — 0,73%;
  • რეფორმატორები — 0,01%;
  • გაჩეჩილაძე — მწვანეთა პარტია — 0,3%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იქნება. ხმების ნაწილი უკვე დათვლილია და გარკვეულ ადგილებზე ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ლიდერობენ. გარდა ამისა, რამდენიმე თვითმართველ თემში უბნების 100% დათვალეს. ყველა ასეთ თემში დიდი სხვაობით ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.

ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაგვიანებით დაიწყო. თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სურდათ, წინასწარ მონაცემებს აესახა "მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე ბოლომდე არ იყო".

"მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატიული და ველოდებოდით შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას. [...] აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდეთ მაქსიმალურად ყველა საარჩევნო ოლქიდან გარკვეული რაოდენობის შემაჯამებელი ოქმების შემოსვლას, ზუსტად იმიტომ, რომ შესაბამისი პროპორციების თანაბრად დაცულობის უზრუნველყოფა შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით საერთო პროპორციულ ნაწილში გარკვეული სურათის და აღქმის შესაძლებლობას მისცემდა", — განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.

  • არჩევნების პირველადი შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ.