არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია, სააკაშვილი უკრაინას გადავცეთ — წულუკიანი
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მისი განმარტებით, ექსტრადიციაზე საუბარი სამართლებრივი უაზრობა და ნონსენსია, რადგან სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არ არის, ამიტომ ექსპრეზიდენტი სასჯელს "ქართულ მიწაზე" მოიხდის.
"სამართლებრივ ტერმინებს ნუ აურევთ, ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება საუბარი უკრაიანაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსდრადაცია უკრაიანაში, აქედან იქით ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, ამიტომ, საუბარი ექსდრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა ანუ, ნონსენსი.
საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაიანას, რომ საქართველოს სასამათლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში , ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია. არ არსებობს ამის არავითარი სამართლებრივი მიზანშეწონილობა და შესაბამისად, ის ქართული სასჯელი ანუ ჩვენივე სუვერენული ქვეყნის სასამართლოს მიერ სასჯელელები, რაც მას აქვს მისჯილი და ზოგიერთ საქმეზე ბრალდებულია, იცით და მომავალში ან გამართლდება ან გამტყუნდება, ყველა ეს განაჩენი, ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში", — აცხადებს წულუკიანი.
ამასთან, წულუკიანი აღნიშნავს, რომ უკვრის თუ რატომ სურს სააკაშვილს კიევში ექსტრადირება, მაშინ როდესაც მოწოდებულია იმისთვის, რომ იდეალებს თავი შესწიროს. მისი თქმით, "ის უნდა იყოს ჩვენთან ერთდ და იბრძოლოს გამარჯვებისთვის".
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.
გაიგე მეტი:
- მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს
- სააკაშვილი შიმშილობას იწყებს
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს
- ელჩი არ არის დაბარებული, შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი — საგარეო სააკაშვილზე
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები