იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა.

"რეგვენმა ღარიბაშვილმა იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა. აღარაფერს ვამბობ ათას სიშლეგესა და პრიმიტივიზმზე, რაც მის "ნააზრევში" გამოსჭვივის", — წერს მშვენიერაძე.

დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა, თუმცა მისი "რევოლუციური განზრახვა" ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული, რადგან 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია "წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით" დაშლიდა შეკრებას, სააკაშვილს კი დააკავებდა.