დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაჩნდა ახალი ტერმინი, ე.წ. ტვინდემია. გამყრელიძის განმარტებით, ეს გულისხმობს გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებას.

"ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე ცივა, აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, განსაკუთრებით, გამოჩნდება ოქტომბრის ბოლოს გრიპი, უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, ე.წ. წლევანდელი, ტვინდემია. ტვინინგ იცით რა არის, ხომ? დატყუპება, ანუ ტვინდემია ამ ორი ინფექციის — გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა და ამიტომ მინდა მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი რთული ნოემბერი.

"ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია [...]

თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში — სხვადასხვა გათვლებით დღეს, დაახლოებით, გვაქვს 50-55% ფარგლებში იმუნური ფენა — თუ ეს არ იქნა დაახლოებით 80%, ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ გვექნება რთული ნოემბერი, ძალიან", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაიგე მეტი: