CRRC-ის კვლევა: 79% ეთანხმება მოსაზრებას, რომ თბილისში ავტობუსის ზოლები ყველგან უნდა მოეწყოს
CRRC-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% ეთანხმება წარმოდგენილ მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო ავტომობილების, ამიტომ ავტობუსის ზოლები ყველგან უნდა მოეწყოს. ხოლო გამოკითხულთა 11% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ავტომობილების სწრაფი გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ამიტომ ავტობუსის ზოლები უნდა არ მოეწყოს.
მკვლევარები რეგრესიულ ანალიზზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ კერძო ავტომობილს და ასევე, კაცებთან შედარებით ქალები უფრო მეტად უჭერენ მხარს ავტობუსის ზოლების მოწყობას.
ამასთან, კვლევაში რესპონდენტებს ჰკითხეს, რამდენად კამყოფილები არიან საკუთარ საცხოვრებელ სახლთან არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურით. შედეგების მიხედვით, გზა გაყვანილობით გამოკითხულთა 78% კმაყოფილია, ხოლო 4% უკმაყოფილო. ელექტრო გაყვანილობით კმაყოფილია 76% და ასევე, 4% უკმაყოფილო. გამოკითხულთა 73% ამბობს, რომ კმაყოფილია განათებით, 6% კი უკმაყოფილოა. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა:
- საკანალიზაციო სისტემით: კმაყოფილი — 63%; უკმაყოფილო — 12%;
- შენობის სიმყარით: კმაყოფილი — 62%, უკმაყოფილო — 9%;
- სახურავით: კმაყოფილი — 62%; უკმაყოფილო — 8%;
- ეზოთი: კმაყოფილი — 49%; უკმაყოფილო — 16%;
- შენობის იერსახით: კმაყოფილი — 46%; უკმაყოფილო — 19%;
- შესასვლელი/სადარბაზოთი: კმაყოფილი — 43%, უკმაყოფილო — 14%;
- კიბეებით: კმაყოფილი — 41%, უკმაყოფილო — 14%;
- საპარკინგე სივრცით: კმაყოფილი — 35%, უკმაყოფილო — 28%;
- ლიფტით: კმაყოფილი — 26%; უკმაყოფილო — 12%.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოკითხული კაცები, დაუსაქმებლები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები და სოციალ-ეკონომიკურად შედარებით შეძლებული ადამიანები უფრო მეტად არიან კმაყოფილი საცხოვრებელთან არსებული ინფრასტრუქტურით, ვიდრე ქალები, დასაქმებულები, ოპოზიციის მხარდამჭერები, მიუმხრობელი ამომრჩევლები და სოციალ-ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებული ადამიანები.
CRRC საქართველომ კვლევა 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, მონაცემთა შეგროვების მეთოდი თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა იყო. 2 951 რესპონდენტი გამოიკითხა ე.წ. შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით (Random Digit Dial). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ ენაზე, გამოპასუხება იყო 14,1%, ცდომილების ზღვარია 1,8%.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები