გუშინ, 14 ოქტომბერს, რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმარი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია On.ge-ს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. უცნობია გარდაცვალება დაკვამლიანებამ გამოიწვია თუ დამწვრობამ — უწყება ამ ეტაპზე მეტ დეტალს არ ასაჯაროებს.

პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ საღამოს გავრცელდა, თუმცა პოენიტენციური სამსახური ამ დრომდე არ ადასტურებდა. მთელი დღის განმავლობაში უწყება ავრცელებედა ინფორმაციას, რომ ხანძარი სამზარეულოში იყო, რომელიც პატიმართა საცხოვრებელი კორპუსებისგან მოშორებით მდებარეობს. გარდა ამისა, უწყებაში განმარტავდნენ, რომ რადგან N17 დაწესებულება რუსთავში მდებარე სხვა ციხეებისგან მოშორებითაა, ცეცხლის გავრცელების რისკი არ იყო.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის N17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე გაჩნდა.