ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოშია. მას აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ ლოიდ ოსტინი საქართველოში ჯუანშერ ბუჭულაძის გარდა, შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება

"დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისადა შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად", — წერის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოს გარდა ოფიციალური ვიზიტები დაგეგმილი აქვს უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ჩავა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე.