მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში 2,98 მილიარდი დოლარის საქონელი გავყიდეთ (ზრდა — 24%), ხოლო იმპორტის მოცულობამ 7,02 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა — 21,6%).

მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, იმპორტის ნაწილში კი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი ლიდერობს.

როდესაც მთლიან ექსპორტზე ვსაუბრობთ, აქ გასათვალისწინებელია, რომ მასში რეექსპორტიც შედის. ანუ იმ ტიპის საქონელი, რომელიც უცხოეთიდან შემოვიტანეთ და დაუმუშავებლად (იმავე სახით) გავიტანეთ სხვა ქვეყანაში გასაყიდად — ასეთის წილი მთლიან ექსპორტში 27%-ია.

2021 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, 10 მთავარი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფის ჩამონათვალი ასეთია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები — $571,7 მლნ, კლება გასული წლის იმავე პერიოდთან — 3,2%;
  2. მსუბუქი ავტომობილები — $338,2 მლნ, ზრდა — 11,2%;
  3. ფეროშენადნობები — $316,5 მლნ, ზრდა — 75,5%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები — $166,8 მლნ, ზრდა — 16,4%;
  5. სპირტიანი სასმელები — $105,8 მლნ, ზრდა — 22,6%;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები — $104,1 მლნ, ზრდა — 28,1%;
  7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — $72,6 მლნ, ზრდა — 1,5%;
  8. თხილი და სხვა კაკალი — $70 მლნ, ზრდა — 41,9%;
  9. აზოტოვანი სასუქები — $65,5 მლნ, ზრდა — 16,3%;
  10. ტრიკოტაჟის ნაწარმი — $49,1 მლნ, ზრდა — 38,1%.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კიდევ 1,1 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე.

2021 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, 10 მთავარი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის ჩამონათვალი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები — $632,5 მლნ, ზრდა გასული წლის იმავე პერიოდთან — 5,2%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები — $576,3 მლნ, ზრდა — 57,2%;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები — $530,2 მლნ, ზრდა — 24%;
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული — $257,3 მლნ, ზრდა — 11,8%;
  5. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები — $207,4 მლნ, კლება — 3,9%;
  6. სატელეფონო აპარატები — $157,6 მლნ, ზრდა — 37,6%;
  7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები — $110,9 მლნ, ზრდა — 142%;
  8. სატვირთო ავტომობილები — $86,1 მლნ, ზრდა — 77,3%;
  9. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები — $84,3 მლნ, ზრდა — 202,3%;
  10. ხორბალი და მესლინი — $67,8 მლნ, კლება — 15,6%.

გარდა ამისა, 2021 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საიმპორტო საქონელი შემოვიდა.

რაც შეეხება მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტად კვლავ თურქეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ვივაჭრეთ.