ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ლატარია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა. ლატარიამ პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დღეს, 20 ოქტომბერს აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა იმართება. პროკურორმა შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

ბექა ლატარიას ადვოკატმა, გიორგი ლაღიძემ პროცესზე ბრალდებულის აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 19 ოქტომბერს სამი ადამიანი დააკავეს. პოლიციელებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ხელყუმბარები ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაიგე მეტი: