პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმეს. ცომაიას პროკურატურა მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილს კი საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალს წარუდგენენ.

"საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები", — აცხადებს უწყება.

ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს.

ამასთან, პროკურატურამ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საკუთარი ვერსია გააჟღერა. უწყების განცხადებით, საზღვრის კვეთაში მას ოთხი პირი, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე ეხმარებოდნენ.

გაიგე მეტი: