აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა — ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ არის საინტერესო. მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სააკაშვილზე.
"აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა. არ არის საინტერესო. ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პატიმრის უფლება იყოს დაცული და ყველა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ჩემი დავალებით შეიქმნა ეს ჯგუფიც [ექიმთა კონსილიუმი], იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი; რომ, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარზე, მათ შორის სააკაშვილზეც, როგორც პატიმარზე იზრუნონ.
შიმშილობის ფაქტები ხშირი არ არის, მაგრამ, ყოფილა ციხეებში და როგორც უდგებიან და როგორც ზრუნავენ სხვა პატიმრებზე, ასევე ზრუნავენ სააკაშვილზე, არავითარი პრივილეგია არ ექნება არცერთ პატიმარს", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 20 დღეა შიმშილობს. გუშინ, 19 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა სააკაშვილის ციხეში პირველად მოინახულა და მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. იმავე დღეს, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ნებართვის შემთხვევაში მას, სავარაუდოდ შაბათს, კლინიკაში გადაიყვანენ.
დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაგზავნა, სადაც წერის, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა.
გაიგე მეტი:
- უკვე კრიტიკული დღეებია, როცა ყველანაირი გართულების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს — ფაღავა სააკაშვილზე
- თუ სააკაშვილი თანახმა იქნება, კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება — ბრეგაძე
- თუკი აუცილებელი გახდება კლინიკაში გადაყვანა, ბუნებრივია, სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება — ადვოკატი
- უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ — ღარიბაშვილი სააკაშვილზე
- საერთოდ გაუგებარია შიმშილობა, როდესაც მოთხოვნასაც კი არ აყენებ — კობახიძე სააკაშვილზე
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები