ცოტნე კობერიძის ნაცვლად, ვიცე-მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება
ცოტნე კობერიძის ნაცვლად, გირჩი-მეტი თავისუფლებიდან თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. კობერიძის თქმით, მისთვის უპირველესი ამოცანა ქართული ოცნების დამარცხებაა და თუ თბილისი კახა კალაძემ წააგო, რეჟიმის ჩამოშლა გარდაუვალი ჰგონია.
"მეგობრებო, ვიცე-მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა, როგორც ვიცე-მერობის კადიდატი, ჩემზე კარგად იზამს", — ამბობს კობერიძე.
მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ენდო, მოუსმინა, "მიუხედავად ასაკისა", მის ფიქრებს პატივი სცა და "ასაკი გამო ლანძღვის მოდას არ აყვა".
"ბოდიში მათ, ვისაც ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე; ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე. ბოდიში ასევე მედიას, რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე, რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე, გასაჯაროებას საღამომდე მოვერიდე. ყველაფერი, ის რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია, მე ვიცე-მერი ვიქნები, ვიცე-პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი, მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები ადამიანების დარწმუნებას, რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს", — წერს ის Facebook-ზე.
ამასთან, ცოტნე კობერიძე ყველა ახალგაზრდას სთხოვს, არ მოერიდონ პოლიტიკაში ჩართვას და არ დაელოდონ დროის გასვლას.
"ახლა მთავარია კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან. დღეიდან "ის გირჩელი ბავში ვიცე მერი" აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს", — წერს კობერიძე.
ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერის მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.
ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერის მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.
სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი — სოფო ჯაფარიძე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი — მედეა მეტრეველი;
- ანტიკორუფციული მიმართულება — გიორგი ნონიაშვილი;
- შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი — მამუკა აჩბა;
- მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი — დიმიტრი ბიძინაშვილი;
- იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი — გიგა ლემონჯავა;
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — დავით ლაგვილავა;
- ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი — ვასო ურუშაძე;
- თბილის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი — ნიკა ვაჩეიშვილი;
- თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი — ბესო გაზდელიანი;
- გლდანის გამგებელი — თენგიზ გიორგაძე;
- ნაძალადევის გამგებელი — ლერი დემეტრაშვილი;
- დიდუბის გამგებელი — დავით ნაფეტვარიძე;
- ჩუღურეთის გამგებელი — კახა ჟღენტი;
- ვაკის გამგებელი — საბა ბუაძე;
- საბურთალოს გამგებელი — ოთარ თავართქილაძე;
- ისნის გამგებელი — ლანა გალდავა;
- სამგორის გამგებელი — გულიკო ზუმბაძე;
- კრწანისის გამგებელი — რომეო ფარულავა;
- მთაწმინდის გამგებელი — თამაზ დათუნაშვილი;
- არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი — ანა ბიბილაშვილი;
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
კომენტარები