კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარების ჩარევით მართლმსაჯულების პოლიტიზების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარების ჩარევით საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მან გაიხსენა ნიკა რურუასა და ნიკა მელიას საქმეები და თქვა, რომ ევროპარლამენტარები ლობირებენ კრიმინალების გათავისუფლებას საქართველოში.
"კონკრეტულ კრიმინალებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, არა მარტო მას, გახსოვთ რურუაზე, ოქრუაშვილზე, უგულავაზე და ა.შ. ცნობილ კრიმინალებზე რა ხდებოდა, კონკრეტული, ერთი და იგივე გვარები, ლობისტები ჰყავთ მათ ევროპარლამენტში, ამ სტრუქტურაში, თუმცა, ბუნებრივია, მათი ხმა არავითარ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი.
ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული. კერძოდ, მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება. ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა კონკრეტული დამნაშავეები, სხვა შემთხვევაში სხვა გზით მოხდა — ამნისტიის კანონით გამოშვება და ა.შ. ანუ, მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები მართლმსაჯულების პოლიტიზებისა ამ ქვეყანაში. თუმცა, ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ის ამტკიცებს, რომ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს "ფული აქვთ აღებული" მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
"ლობისტებს აქვთ თავისი საქმე — იღებენ ფულს ამაში და რა თქმა უნდა, ვერ გავამტყუნებთ. ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს, სხვა კრიმინალებს, მაგრამ, რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზებას საქართველოში, ამას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ დაესვა უკვე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არაერთმა ევროპარლამენტარმა, როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივი განცხადებებით თუ ღია წერილებით მოითხოვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქამდე, სანამ მას არ ექნება საშუალება წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე.
გაიგე მეტი:
- მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს დიქტატორი და მკვლელი — ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებზე
- მეგობრებზე თავდასხმით შენ თავს ესხმი საქართველოს ინტერესებს — ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს
- ფოტიგა: როგორც დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორებები დავაინიცირე
- სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ მის საქმეს სტრასბურგის სასამართლო არ განიხილავს — ევროპარლამენტარები
- სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში კვლავ უდიდესი პრობლემაა — კუბილიუსი
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები