ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში კოალიციური მთავრობის წევრები წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის წევრები იქნებიან.

  • ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი: ანა ნაცვლიშვილი — ლელო;
  • ვიცე-მერობის კანდიდატი: იმედა კლდიაშვილი — გირჩი მეტი თავისუფლება;
  • ვიცე-მერობის კანდიდატი — რევაზ ჩომახიძე;
  • ვიცე-მერობის კანდიდატი — თემურ ცამციშვილი.

დღეს, ასევე, ფოთში 8 ოპოზიციურმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმებაზე ხელისმომწერი პარტიები არიან:

  • ნაციონალური მოძრაობა;
  • ლელო;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება;
  • ევროპული საქართველო;
  • მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი;
  • დროა;
  • დემოკრატიული მოძრაობა;
  • თავისუფალი საქართველო.