დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 953, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 35 647, ხოლო PCR-ით — 12 443.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,9%, ბოლო 7 დღის — 8,97%, ხოლო 14 დღის — 9,05%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 944-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 9 831, ხოლო გამოჯანმრთელდა 639 564 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა;
  • აჭარა — 179;
  • იმერეთი — 933;
  • ქვემო ქართლი — 273;
  • შიდა ქართლი — 378;
  • გურია — 116;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 378;
  • კახეთი — 658;
  • მცხეთა-მთიანეთი — 166;
  • სამცხე-ჯავახეთი — 103;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 49 523, საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 530, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 325 ადამიანი.

975 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 42 362 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 580 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: