არ ვაპირებთ ამომრჩევლის ხმების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე — ხოშტარია
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხმების დათმობას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.
"ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით და ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას — მოეშვას წინასწარ მანიპულირებული ტყუილი განწყობის შექმნას", — განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, უბნებზე ბრძოლა გაგრძელდება. ხოშტარია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება სხვადასხვა უბანზე სიტუაციის არევას ცდილობს. მისივე თქმით, მმართველი პარტია "თავისივ ტყუილებშიც" ვერ საუბრობს დამაჯერებელ გამარჯვებაზე.
"ჩვენ ვხედავთ, ცესკოს საიტზე ხდება აბსოლუტურად მანიპულირებული, უმეტესად მხოლოდ ქართული ოცნების უპირატესობის ამსახველი უბნების ატვირთვა. მეორე — გამოვიდა კობახიძე და არ ვიცით საიდან, მოიგონა აბსოლუტური ტყუილი, თითქოს ქართულმა ოცნებამ მოიგო უმრავლესი ქალაქები.
თავისივე ტყუილში ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკი არის 1, 2, 3 პროცენტიან უპირატესობაზე, რაც მთლიანობაში მეტყველებს აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე. ქართული ოცნება თავისივე ტყუილებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს — გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები", — თქვა ელენე ხოშტარიამ.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც 100 000 ხმით აქვს ოპოზიციას ქალაქში არჩევნები წაგებული, ხმის დაცვაზე ვერ იქნება საუბარი. მისივე თქმით, ოპოზიციამ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურში ყველაფერი წააგო.
ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე:
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები