ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში დათვლილია ხმების 100% და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იგებს. გიორგი ხარჩილავას 7 250, გოგა გულორდავას კი 6 936 ხმა აქვს, შესაბამისად, ხარჩლავა 314 ხმით იგებს.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი ხარჩილავა — 51,107%;
  • გოგა გულორდავა — 48,893%.

ამ ეტაპზე წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაებსა და თვითმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: