დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის გასაფართოებლად აგრესიულ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებენ, რომელიც, დაახლოებით, იმ რანგში იქნება, როგორც წინასაარჩევნო საკომუნიკაციო კამპანია.

"საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. გადაწყვეტილებები არის რომ, პირველი: ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც, დაახლოებით, იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის ხოლმე საკომუნიკაციო კამპანია", — განაცხადა გამყრელიძემ.

მას, ასევე, თქვა, რომ იქნება გარკვეული, სხვადასხვა ფორმის წახალისებები აცრილებისთვის. განსაკუთრებით 60 წელს ზევით ასაკში და სოფლად მცხოვრები და მეორეს მხრივ ასევე, ქალაქში მყოფ ადამიანებთან მიმართებაში.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 4 ნოემბრის მონაცემებით, სულ აცრილია 1 990 501 ადამიანი, დღიურად აცრილია — 3 469.