მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ელჩების შეფასებებზე ქართველი მოსამართლეების განცხადებას ემიჯნება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი ემიჯნება ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებს პასუხობენ. მისი თქმით, საქართველოს გაძლიერება ყველაზე მეტად საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ და მათ მიმართ ასეთი პათოსით საუბარი, ქვეყნის მომავლისთვის დაკარგულ შანსს ნიშნავს.
"მეტი განსხვავებული აზრის საჭიროება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში მეტი დემოკრატია ისევ ჩვენი, მოსამართლეების, ინდივიდუალურ გაძლიერებას ემსახურება. ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან", — წერს ის Facebook-ზე.
ხაჟომია აღნიშნავს, რომ პარტნიორების ძალისხმევით, წლებია ცდილობენ ისეთი სასამართლოს შექმნას, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება, რის გარეშეც კანონის დაცვა ფიქცია ხდება.
"დარწმენებული ვარ, ძალიან ბევრი მოსამართლე ამ შანსს ქვეყანას არ დაუკარგავს. შესაბამისად, ვემიჯნები ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ვისურვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ ჩვენი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა", — წერს ფეისბუქზე ის.
31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, თუმცა დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებაზე. ევროკავშირის ელჩის თქმით, საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯი. აშშ-ის საელჩომაც განაცხადა, რომ ეს პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ შერჩევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, ახალი წევრების არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებული მცდელობა შეინარჩუნოს გავლენები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ამბობს, რომ ეს კლანური მმართველობის მანიპულაციაა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი კი აცხადებს, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ.
პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ შეფასებები გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ვერანაირად დააზიანებს. მათივე აზრით, გაუგებარია, რატომ შეფასდა 31 ოქტომბერს კონფერენციის ჩატარება ნაჩქარევად, როდესაც ის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით ჩაინიშნა.
ამავე თემაზე:
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის ამ ფორმით და ამ დროს არჩევა გაუგებარი ნაბიჯია — ზურაბიშვილი
- ხელისუფლებამ ისევ დაარღვია აღებული ვალდებულებები — სტრატეგია აღმაშენებელი იუსტიციის საბჭოში 2 წევრის არჩევაზე
- შესაძლოა, მთავრობა იმაზე ნაკლებად ესწრაფვის ევროპულ მომავალს, ვიდრე ამას ამტკიცებს — კორტნი
- ეს არ არის დემოკრატია — იან კელი იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევაზე
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები