დროას ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან, რომელიც პარლამენტში მე-6 დღეა შიმშილობს, ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი მივიდა. მას შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ სუბარი ქართული ოცნების მეორე დეპუტატია, ვინც ხოშტარია მოინახულა. მანამდე იქ მისული იყო პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტში 3 ნოემბერს დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნაა, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.

7 ნოემბერს პარლამენტში სასწრაფო გამოიძახეს. ხოშტარია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა და მას არ უთხოვია. მისი თქმით, სუსტად არის, მაგრამ დრამატული არაფერი ხდება. სასწრაფოს ექიმის განცხადებით, ხოშტარიამ გადასხმაზე უარი თქვა. მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება.

ამავე თემაზე: