მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, გლდანის #18 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მუქარა და გინება, რაც სააკაშვილისკენაა მიმართული, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა.

"ამავდროულად, რაც ახლა აქ ხდება, ეს არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა. პატიმრების ხელით ხელისუფლება ახდენს რევანშს მიხეილ სააკაშვილზე, ახდენს ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის დაუყოვნებლივი საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი #18 დაწესებულებაში არ დარჩეს", — აცხადებს ბექა ბასილაია.

ადვოკატები ექსპრეზიდენტთან შესვლას ითხოვენ.