ჰოგვორტსში დაბრუნება — ჰარი პოტერის 20 წლის საიუბილეო გადაცემა ლეგენდარულ ტრიოს გააერთიანებს
მას შემდეგ, რაც ჰოგვორტს წლების წინ დავემშვიდობეთ, პოტერჰედების სანუკვარი ოცნება შინ, მაგიურ სამყაროსა და სასახლეში დაბრუნებაა. და, აი, ისიც — პირველი ფილმის გამოშვებიდან 20 წლის იუბილის აღსანიშნავად საგანგებოდ შექმნეს გადაცემა, ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნება, რომელიც ლეგენდარულ ტრიოს — დენიელ რედკლიფს, რუპერტ გრინტსა და ემა უოტსონს — ასევე ფილმების სერიაში მონაწილე სხვა მსახიობებს გააერთიანებს.
გადაცემის პრემიერა ახალ წელს, 2022 წლის პირველ იანვარს შედგება HBO Max-ზე. მასში "ახალი, საინტერესო ინტერვიუებითა და მსახიობებთან საუბრებით ფილმების შექმნის ჯადოსნურ ისტორიას" მოჰყვებიან.
ჰოგვორტსში დაბრუნებაში ასევე გამოჩნდებიან ჰელენა ბონემ კარტერი (ბელატრის ლესტრეინჯი), რობი კოლტრეინი (ჰაგრიდი), რეიფ ფაინზი (ვოლდემორი), ჯეისონ აიზეკსი (ლუციუს მალფოი), გარი ოლდმანი (სირიუს ბლექი), იმელდა სტონტონი (დოლორეს ამბრიჯი), ტომ ფელტონი (დრაკო მალფოი) და სხვები.
"ეს გადაცემა ეძღვნება ყველას, ვისი ცხოვრებაც ამ კულტურულმა ფენომენმა შეცვალა, — აცხადებს Warner Bros. Global Kids-ის პრეზიდენტი, ტომ ეშაიმი, — "დაწყებული მსახიობებითა და მომუშავე პერსონალით, რომელიც საქმეში სულსა და გულს დებდა, დამთავრებული ფანებით, რომლებიც ჯადოსნურ სამყაროს 20 წლის შემდეგაც კი აცოცხლებენ".
მანამდე კი, სანამ მონატრებულ პერსონაჟებს ეკრანზე ისევ ვიხილავდეთ, ნოემბრის ბოლოს TBS და Cartoon Network-ზე ოთხნაწილიანი გადაცემა დაიწყება — ჰარი პოტერი: ჰოგვორტსის კლუბების ტურნირი — რომელსაც ჰელენ მირენი გაუძღვება. ვიქტორინის ფორმატის გადაცემაში პოტერიადის ფანები ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. პროგრამაში ასევე გამოჩნდებიან მსახიობები ჰარი პოტერიდან.
პრემიერის შემდეგ, ჰოგვორტსში დაბრუნება სხვა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმებზეც გამოჩნდება. მოგვიანებით, 2022 წლის აპრილში ასევე გამოვა ჯადოსნური ცხოველების სერიის მესამე ფილმი, დამბლდორის საიდუმლოებანი.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
კომენტარები