მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილ კონსილიუმს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა.

"ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. ნუსხა არის საჭირო და თუ არა, მოინახოს ალტერნარტიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას. ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადეობის და ქვეყნის სტაბილურობაზე.

ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების. თუმცა აღსანიშვანია, რომ სახალხო დამცველის ინიციატივა ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოაგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებას მღელვარებას", — აცხადებს ზურაბიშვილი.

ექსპრეზიდენტის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველმა ექიმთა კონსილიუმი 16 ნოემბერს წარადგინა. ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

16 ნოემბერსვე მე-18 დაწესებულებაში მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარების შესასწავლად ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი და თავად ნინო ლომჯარია. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ციხის საავადმყოფოში მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა ორი კვირის მოწყობილია, სამედიცინო სტაფი კი რესპუბლიკური საავადმყოფოდანაა გადმოყვანილი. თუმცა, გრიგოლიამ აღნიშნა, რომ მე-18 დაწესებულებას ინტენსიური თერაპიის გამოცდილება არ აქვს.

სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე