მიტროპოლიტი სტეფანე წაჩხურუს მონასტერში წირვას განკვეთილი ბერების პროტესტის ფონზე ატარებს
სალხინოში, სოფელ წაჩხურუში ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის გამოჩენას დაძაბულობა მოჰყვა. მამათა მონასტრის ეზოში შეკრებილები არიან როგორც თავად მიტროპოლიტის მრევლი, ისე მის მიერ ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები.
"მრუშო", "მონებო", "მოძალადე" — ამ შეძახილებით შეხვდა მიტროპოლიტ სტეფანესა და მის თანმხლებ პირებს მამათა მონასტრის ეზოში შეკრებილი მრევლი.
"მატყუარა კაცი არის ახლა შესული იქ, სტეფანე კალაიჯიშვილი არის მატყუარა, ცრუ და მისი შეწირული რაფერ შეიძლება იყოს რამე", — აცხადებს ერთ-ერთი განკვეთილი სასულიერო პირი, მამა ათინოგენი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა აქამდეც არაერთხელ ყოფილა. 7 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას, მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებზე საუბრისას თქვა, რომ მონასტერი "ავაზაკთა კრებულისგან" გათავისუფლდა, ადგილზე დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებისას სულ 7 ადამიანი დააკავეს, 6 — ადმინისტრაციული წესით, 1 — პოლიციელზე თავდასხმისთვის.
19 სექტემბერს მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. ბერებმა მონასტრის დატოვებაზე უარი თქვეს და ადგილზე რჩებოდნენ. 3 ნოემბერს მათ საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ "საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა". წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერდა. ბერებმა ისევ უარი თქვეს ტერიტორიიდან გასვლაზე.
მომდევნო დღეებში ისინი მონასტერში აღარ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მისცემს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, მაგრამ არა ჭყონდიდში. მამა ათინოგენი კი პასუხად აცხადებს, რომ არ მოსცილდებიან იმ ადგილს, სანამ მონასტერში არ შებრუნდებიან.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები