შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერაა ორგანიზებული.

"[ალიევი და ფაშინიანი] ბრიუსელში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა წარმატებული და სტაბილური სამხრეთ კავკასიისთვის რეგიონული სიტუაცია და დაძაბულობის აღმოფხვრის გზები განიხილონ", — ვკითხულობთ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 19 ნოემბრის პრესრელიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ლიდერი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს შორის პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზების, როგორც "ინციდენტის პრევენციის მექანიზმის" ჩამოყალიბებაზეც შეთანხმდა.

შეხვედრაზე შეთანხმება 16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სასიკვდილო ბრძოლის შემდეგ შედგა.

მანამდე, ფაშინიანი და ალიევის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად 9 ნოემბერს, იმ სამმხრივი მშვიდობის დეკლარაციის წლისთავის წინ იგეგმებოდა, რომელმაც მთიანი-ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა.

9 ნოემბერს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა "მკაფიო შეთანხმების" ნაკლებობის გამო არ შედგა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წინა კვირას აღნიშნა, "დარწმუნებულია", რომ შეხვედრა გაიმართება და ლიდერები შეთანხმებას მიაღწევენ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.