გუშინ საღამოს უკვე შეძლო და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გაიარა — ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე
სახელმწიფო კონსილიუმის წევრი და ენდოკრინოლოგი, ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობა გეგმის მიხედვით მიდის და მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მისი თქმით, სააკაშვილს დღეს დილით სიარულის პირველი მცდელობა ჰქონდა, რაც ცოტა გაუჭირდა, თუმცა საღამოს 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გავლა შეძლო.
"მივყვებით პროგრამას ყოველდღე, მისი ორგანიზმი ამის საშუალება გვაძლევს, მიდის ყველაფერი გეგმიურად და ნელ-ნელა ხდება ყველაფერი უკეთესად, მაგრამ რამდენი დრო დაგვჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივარ, რომ ანალიზებსაც მახვედრებენ, მერე ვაფსებთ მის მდგომარეობას და ისე ვგეგმავთ საღამოს მეორე დღეს.
გუშინ, ამდენი ხნის შიშმილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, კარგად იცით, რომ არ მოძრაობდა, პირველი მცდელობა გვქონდა ჩვენ დილით, რომ გავიაროთ დერეფანში, მაშინ ცოტა გაუჭირდა. მაგრამ როგორც მორიგე ექიმმა მითხრა და თვითონაც პაციენტმა, გუშინ საღამოს უკვე შეძლო, რომ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაიაროს-გამოიაროს დერეფანში. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება ნელ-ნელა და კონტროლის ქვეშ", — განაცხადა მან.
გუშინ, 23 ნოემბერს კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მისი გატარების მცდელობა პირველად იყო. კითხვაზე, უჭირს თუ არა სააკაშვილს გადაადგილება, ექიმმა უპასუხა, რომ შიმშილობის 50-დღიანი ვადის შემდეგ "ადამიანს აუცილებლად გაუჭირდებოდა" გადაადგილება. თუმცა აღნიშნა, რომ სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესია.
მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 5 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა.
სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ადვოკატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ომბუდსმენი, მხარდამჭერები, საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად ის ძალის გამოყენებით გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა.
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები