უკრაინელი დეპუტატი, ლიზა იასკო აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ 3 კილო დაიკლო და ის კიდევ უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა დღეებში. იასკო ამბობს, რომ პოსტრამვულ პერიოდში სააკაშვილს სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება არ ეძლევა, რაც ცუდია.

"სამწუხაროდ, არაფერი კარგის თქმა მისი ჯანმრთელობის შესახებ არ შემიძლია. ის ისევ სუსტად არის. მომეჩვენა, რომ კიდევ უფრო სუსტად არის ვიდრე ორშაბათს, როცა ძალიან შეშინებული ვიყავი მისი მდგომარეობით. მუდმივად გადის პროცედურებს. ჩვენი შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა, რადგან დიაგნოსტიკას უტარებდნენ. ის გახდა, კიდევ 3 კილო დაიკლო, რაც აქ მოიყვანეს, მუდმივად პალატაშია. ცუდია, რომ პოსტრამვული სინდრომის პერიოდშიც არ აქვს სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება", — ამბობს იასკო. [ფორმულას თარგმანი]

მისივე თქმით, სააკაშვილს საავამყოფოში გადაყვანა უფრო დიდი ბრძოლისა და მისი გათავისუფლებისთვის საკმარისი არ არის.

გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბადრაგი სააკაშვილს ფანჯრის გაღების საშუალებას არ აძლევდა. 21 ნოემბერს რეანიმატოლოგმა, ინეზა სულამანიძემ თქვა, რომ სააკაშვილს პალატის ფანჯრის გაღების საშუალება აქვს, იგივე თქვა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ისეთივე ფანჯრის დამონტაჟება უნდოდა, როგორიც ციხის საავადმყოფოში ჰქონდა. ექიმის ინფორმაციით, ამას მოჰყვა "გართულებები", თუმცა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უკვე აღარ არსებობს.

ამაზე განცხადება გუშინ, 23 ნოემბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც გააკეთა. სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან თქვა, რომ ფანჯრის პრობლემა მოგვარებულია.

როგორც დღეს სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტის მკურნალობა გეგმის მიხედვით მიდის და მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მისი თქმით, სააკაშვილს დღეს დილით სიარულის პირველი მცდელობა ჰქონდა, რაც ცოტა გაუჭირდა, თუმცა საღამოს 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გავლა შეძლო.

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 5 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა.