გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, იმედია კლდიაშვილის თქმით, პრემიერმინისტრის ინიციატივა ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ ვერ შეამცირებს. მისი თქმით, ადამიანებისთვის, ვისაც თამაში უნდა ბევრი ტექნიკური ხერხი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყნის გარეთ არსებულ ონლაინ კაზინოში ათამაშოს.

"ძალიან მარტივია ნებისმიერ ქვეყნის გარეთ მდებარე ნებისმიერ ქსელზე შევიდეს ადამიანი და იქ გაერთოს და იქ ითამაშოს. ასე რომ, ეს თამაშები მოეწყობა საქართველოში თუ მოეწყობა ქვეყნის გარეთ, ამას მოთამაშისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც დახარჯავს ფულს.

როცა ამ თემაზე მიდის საუბარი, მგონია, რომ ცოტა ექსპერტიზას თუ მოუხმობენ და გაეცნობიან, ზოგადად რა ხდება ამ თემაში და როგორ შეიძლება ადამიანმა ითამაშოს სხვადასხვა კაზინოში, მე მგონია, შემდეგ ასეთ ინიციატივებს აღარ დააყენებენ", — უთხრა On.ge-ს კლდიაშვილმა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ უცხოური კომპანიები შეზღუდონ, პირიქით, მათ უნდა შესთავაზონ, რომ სხვა ქვეყანაში არსებული ბიზნესები გადმოიტანონ საქართველოში. კლდიაშივლი ამას ბიუჯეტის გაზრდის პერსპექტივით ხსნის.

"კარგი იქნება, თუ სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაიხედავენ და ამ კოვიდპანდემიის დროს რა ბიზნესები არ გაჩერდა, მაგის ანალიზს გააკეთებენ. იმის მაგივრად, რომ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან თამაშობებს აწყობენ, მაგათ შეზღუდვები დაადონ, მე მგონი, უკეთესი იქნება თუ ამ კომპანაიებს ეტყვიან, სხვა ქვეყანაში, სადაც აკეთებ, ისინიც ჩვენთან გადმოიტანეო, რომ ამით შეიძლება ბიუჯეტი გაიზარდოს და ამით, შეიძლება ბიუჯეტი გაიზაროდს და ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს", — განაცხადა იმედია კლდიაშვილმა.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე დღეს განაცხადა, რომ პარტია ონლაინ კაზინოს აწყობს. კლდიაშვილის თქმით, პარტია ამ იდეაზე დიდი ხანია ფიქრობს, პრემიერმინისტრის ინიციატივა კი გახდა იმპულსი, მისი დაჩქარებისთვის წინაპირობა.

22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ინიციატივა გულისხმობს პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა და რეკლამების აკრძალვა, მეორე ეტაპზე, კი ონლაინ კაზინოთა სრულად აკრძალვა სურს. გარდა ამისა, მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს.