ოპოზიცია ფუტკარაძის საქმეზე ელჩებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს აჭარის ორგანიზაციის ლიდერებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრა დააანონსეს. ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კირთაძე ამბობს, მათ მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების მიუხედავად, სამართალდამცავ უწყებებს ჯერ კიდევ არ დაუკითხავთ საქმეში მონაწილე პირები.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან ჩავალთ აუცილებლად თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტურად, პირადად ავუხსნათ რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში", — განაცხადა კირთაძემ.
ის ამბობს, რომ მათ სურთ საერთაშორისო პარტნიორებსა და სახალხო დამცველს პირადად მიაწოდონ მტკიცებულებები და აუხსნან ფაქტები, რაც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის ბრალეულობას ადასტურებს.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი პარტია ლელოდან, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ აჭარაში ქართულ ოცნებას "მიტაცებული აქვს" ხელისუფლება.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე; მთავარი ძალოვანი რეგიონის მისი მამა, დავით რიჟვაძე; ცენტრალური [უმაღლესი] საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძის მეჯვარე, ქალაქის მერი, რომელიც არის დასმული პოზიციაზე, ასევე მისი მეჯვარე — ეს არის ხელისუფლების მიტაცების უპრეცედენტო შემთხვევა", — აცხადებს კუპრაძე.
ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე ამბობს, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა, ის არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
"მარტო აუდიო ჩანაწერები, სხვა მტკიცებულებებს რომ თავი დავანებოთ, საკმარისია იმისითვის, რომ გამოძიება დაიწყოს ქრთამის მიცემის [მუხლით] ან ზეგავლენით ვაჭრობით, მაგრამ ამ მიმართულებითაც არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა", — ამბობს ქამადაძე.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ენმ-დან, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. კერძოდ, ენმ-ში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყეის მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა. აღსანიშნავია, რომ ენმ დავით რიჟვაძეს ოპოზიციონერი წევრების მუქარაში იქამდეც ადანაშაულებდა.
ენმ-მ ბრიფინგზე ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც, მათი თქმით, ფუტკარაძის, თაბაგიძისა და ბაკურიძის საუბარია ასახული. ჩანაწერები On.ge-ს პარტიიდან მიაწოდეს და მათში ისმის, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრს ჩვენთვის უცხო პირები "ნეიტრალურობას" სთხოვენ — ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე და სხვა ოპოზიციაში ვერ გადავა. პასუხად, კი იღებს, რომ სხვა ოპოზიციაში კი არა, "ნეიტრალურში გადავიდეს".
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები