მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუშვეს. სხვა მედიის ჟურნალისტებს პროცესზე მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე დაყრდნობით აშუქებენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას არ ეძლევა მეხსიერების ბარათის სხდომიდან გატანის საშუალებაც, რათა გადაღებული ვიდეო სხვა მედიას გაუზიაროს.

On.ge მიზეზების გარკვევას ცდილობს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში ცდილობს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოითხოვეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ერთ-ერთ ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს დარბაზიდან ჰქონდა Facebook Live და მედიაც ინფორმაციის მიღებას ასე ცდილობდა, თუმცა მოსამართლემ მისი გათიშვა მოთხოვა.

აღსანიშნავია, დილიდან ჟურნალისტებს არ უშვებენ არც სასამართლოს ეზოში.