"პოლიციამ საფრთხეში ჩააგდო ჩვენი ოპერატორების სიცოცხლე" — TV კავკასია გამოძიების დაწყებას ითხოვს
TV კავკასია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან გამოძების დაწყებასა და იმ პოლიციელების იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც, მათივე განცხადებით, საფრთხე შეუქმნა ტელევიზიის ოპერატორებს. საქმე ეხება 29 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები შეუძლოდ გახდა.
"საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაზიანდა ტელეკომპანია კავკასიის ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია. მან გადაღებისას გონება დაკარგა. მიზეზი გახდა ახლო დისტანციიდან ე.წ. წიწაკის სპრეის შესხმა. გონების დაკარგვამდე ოპერატორს კამერა ჩართული ჰქონდა და კამერის ლინზაზე ცხადად ჩანს შხეფები.
ასევე, მეორე ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ახლო დისტანციაზე ასხამს აქციის მონაწილეების, მათ შორის ჩვენი ოპერატორის მიმართულებით სითხეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოგვიანებით, იმავე აქციაზე მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რისი კვალიც მას სხეულზე აშკარად აღენიშნება. ჩვენს მიერ ეს პოლიციელი იდენტიფიცირებულია ვიდეოკადრებზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კავკასიის ცნობით, პოლიციელების მხრიდან საფრთხე შეექმნა მათ კიდევ ერთ ოპერატორს, გივი მჭედლიშვილს. ამ შემთხვევაში მიზეზი არა სავარაუდოდ წიწაკის სპერი, არამედ პოლიციელის მხრიდან ჟრნალისტურ საქმიანობაში ხელის ფიზიკური ძალის გამოყენებით შეშლას.
"ის აქციის გადასაღებად ავიდა ქვის მაღალ კედელზე. ერთ–ერთმა პოლიციელმა სცადა არა მხოლოდ მისთვის ხელშეშლა გადაღებაში, არამედ კედლიდან მისი ჩამოგდება, რითაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", — წერს TV კავკასია.
მომხდარის გამო ტელეკომპანია სახელმწიფო უწყებებისგან რეაგირებას ითხოვს:
-
პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებისა და ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რასაც ტელეკომპანიის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება;
-
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო გამოძიება დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება;
-
ყველა იმ ფაქტზე, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა წარმოადგენს აშკარა უხეშ დისცილინურ გადაცდომას, შსს-ს გენერალურ ინსპექციისგან მოვითხოვთ პოლიციელთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური წარმოება და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება;
-
მოხდეს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება სახელით და გვარით, ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანია კავკასიის ვიდეოოპერატორს, ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში და საფრთხეში ჩააგდო მათი სიცოცხლე.
დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა სასამართლოსთან. სადაც სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ადგილზე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები.
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები