ლელო მთავრობას მოუწოდებს სულ მცირე 3 წლის განმავლობაში მედია გადასახადებისგან გაათავისუფლოს
პარტია ლელო ხელისუფლებას მოუწოდებს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი შეარბილოს და სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი გადასახადებისგან სრულად გაათავისუფლოს. ამ ინიციატივაზე ლელო მას შემდეგ საუბრობს, რაც აზარტული თამაშების რეკლამის სრულად აკძრალვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსდა. ლელოს წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ამ ბიზნესიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი, სატელევიზიო მედიის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 20%-ს შეადგენს და მისი აკრძალვა ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მედიას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
მისივე თქმით, სინამდვილეში ქართული ოცნება დაინტერესებულია არა აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებით, არამედ მედიისთვის დამატებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნით.
ზუსტად ამიტომ, ლელო დროულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.
"ამ მიმართულბით საქართვლოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტი, ფარისევლობა და მზაკვრული პოლიტიკური ინტერესი. ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს გაუნახევრა მოსაკრებელი და 5 მილიონი ლარი აჩუქა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს საარჩევნო კამპანიის დროს ღარიბაშვილის მიერ საარჩევნო დაპირებად დაანონსებული კაზინოების ქალაქის მშენებლობა გონიოში. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქართული ოცნების რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ წილს სათამაშო ბიზნესში, არამედ ამ ფულით აფინანსებენ მმართველ პარტიას", — აცხადებს ბუაძე.
მისივე თქმით, საგადასახადო წნეხის შერბილების ინიციატივით ლელო ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა, როდესაც პანდემიამ სარეკლამო ბაზარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რომელიც სატელევიზიო მედიის შემოსავლის მთავარი წყაროა.
"ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. ამ ნაბიჯით შევამცირებთ იმ მოსალოდნელ დანაკარგებს, რომელიც პანდემიით და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით იქნება გამოწვეული. უახლოეს მომავალში ლელო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ეს შეთავაზება პარლამენტში დარეგისტრირდეს საკანონმდებლო ინიციატივის სახით", — აღნიშნავენ პარტიაში.
გუშინ, 29 ნოემბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა აიკრძალება. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება დასაშვები.
მან, ასევე, თქვა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. რაც შეეხება მოსახლეობის კატეგორიას, ღარიბაშვილის თქმით, კაზინოებში ვერ ითამაშებენ:
- სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
- საჯარო მოხელეები — პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა ჯამში ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს ექნება შეზღუდული.
გაიგე მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები