ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლითაა დაკავებული
ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლითაა დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, მას ბრალად 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
თამლიანი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. ჯამში, დაკავებულია 15 ადამიანი. აქციაზე იყო დაპირისპირება მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. სასამართლოს ეზოში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.
29 ნოემბერს აქციის პარალელურად, ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.
გუშინდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს — მან სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.
გაიგეთ რაზე ისაუბრა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე:
- ჩემ მიერ ამნისტირებული სამართალდამცავი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში — სააკაშვილი
- სააკაშვილი: გავხდი საქართველოს პირველი მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, ვინც პატიმრობაშია
- ამნისტია კი არ მოხდა, 2-ჯერ შემცირება მოხდა საპატიმრო ვადის — სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე
- ეს იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები — სააკაშვილი ციხეში მისდამი მოპყრობაზე
- სააკაშვილი: რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, რომელიც ჩემთვის უსიამოვნო საყურებელია და დღემდე ცუდად ვიგონებ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?
- მიხეილ სააკაშვილი: ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა?
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები