სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს. ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვისას, პროკურორის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
"ეს განცხადებები არ შეეხება ბრალდებას, ეს განცხადებები არის პოლიტიკური შინაარსის, ვინაიდან ხდება წინა პოლიტიკური კონტექსტის შეფასება და აქედან გამომდინარე უკვე გადადის საქმის მასალებზე. ანუ, რეალურად ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც არ გააჩნია ბრალდების მხარეს, კონკრეტულად ბატონ მუჯირს და ამიტომ, ვითხოვ მის აცილებას აღნიშნული პროცესიდან", — მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.
პროკურორის სიტყვა შეეხებოდა კონრეტულ თარიღებისა და მოვლენების აღწერას, რომლის შემდეგაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, სააკაშვილმა ბიუჯეტის ხარჯზე "კოსმეტიკური პროცედურები" ჩაიტარა
"2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილსიში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და რეალურად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს [...]
ორთაჭალაში, მსგავსი ფაქტიც არის, როდესაც წყალდიდობა მოხდა და 5 ადამიანიც კი ემსხვერპლა ამას, ის უკვე მომდევნო დღეს მიდის საზღვარგარეთ და ისევ იღებს იმ ფუფუნების საგნებსა თუ მომსახურებას, რაც ამ 9 მილიონ ლარში მრავლად არის წარმოდგენილი", — განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
გვარამიას შეფასებით, პროკურორის სიტყვა შეიცავს ისეთ ფაქტების აღწერას, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის. სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გაიხსენა გიორგი მუჯირის საჯარო გამოსვლები მედიაში, სადაც, მათი თქმით, პროკურორი საუბრობს საკითხებზე, რომლებზეც საქმის განხილვისას არასდროს უსაუბრია. ადვოკატების შეფასებით, პროკურორის განცხადებები მიზნად ისახავს, ნეგატიური ფონის შექმნას მაყურებლის წინაშე.
თავად გიორგი მუჯირმა დაცვის მხარის შუამდგომლობა "სამართლებრივი აბსურდი" უწოდა. მისი თქმით, ის უბრალიდ ფაქტებს კონსტანტაციას ახდენდა კონრეტული თარიღების მითითებით.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სხდომას ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილიც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები