თბილისის მერმა, კახა კალაძემ რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები წარადგინა. ამის შესახებ მან დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. იხილეთ სრული სია:

  • საბურთალო — გაიოზ ვასაძე;
  • მთაწმინდა — დავით კირკიტაძე;
  • კრწანისი — ბექა მიქაუტაძე;
  • ვაკე — დავით კვინიკაძე;
  • გლდანი — ლევან ნაროუშვილი;
  • სამგორი — კახა სამხარაძე;
  • ჩუღურეთი — დავით უთმელიძე;
  • დიდუბე — ვლადიმერ ძნელაძე;
  • ისანი — ნიკოლოზ ელისაშვილი;
  • ნაძალადევი — ირაკლი ანდღულაძე;

კალაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ მათი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული იქნება და წარდგენილი კანდიდატები ყველაფერს გააკეთებენ "თბილისისა და თბილისელების ინტერესების მსახურებისთვის", რათა ამ 4 წლის განმავლობაში ყველა უბანში "მეტი სიცოცხლე" შეიტანონ.

"დარწმუნებული ვარ, დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევთ თავს და თბილისის უკეთესი ხვალინდელი დღის შენებაში საკუთარ წვლილს შეიტანთ", — განაცხადა კალაძემ.

კალაძემ 30 ნოემბერს ვიცე-მერისა და მოადგილეების, ასევე, მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები წარადგინა.