კალაძე ბუაძეს: შეურაცხყოფის მიყენებას არავინ გაგიტარებთ, ყოველთვის მიიღებთ პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც
"ერთი რამ იცოდეთ, შეურაცხყოფის მიყენებას არავინ არ გაგიტარებთ და ყოველთვის მიიღებთ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, იცოდეთ, დაიმახსოვრეთ", — ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, საბა ბუაძეს, რომელიც კალაძეს თბილისის მთავრობის დამტკიცების სხდომაზე კითხვებს უსვამდა.
ბუაძემ კალაძეს უთხრა, რომ თბილისის ისტორიაში "ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერია", რის შემდეგაც საუბარში სხდომის თავმჯდომარე ჩაერთო და ოპოზიციის წარმომადგენელს "შეფასების" ნაცვლად, კითხვის დასმისკენ მოუწოდა. სწორედ ამ დროს განაცხადა დედაქალაქის მერმა, რომ ბუაძეს "შეურაცხყოფის მიყენებას არავინ არ" გაუტარებდა.
"მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და თქვენი მმართველობის კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში, მე მიმაჩნია, რომ თქვენ ამ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ, არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრებისა და კორუფციის თვალსაზრისით, არამედ — დამშვიდდით, არ სჭირდება დაცვა, დიდი ბიჭია, მე მგონი. დაცვაში თამაშობდა, ბოლო-ბოლო", — განაცხადა ბუაძემ.
გარდა ამისა, სხდომაზე ბუაძემ თბილისის მერს ჰკითხა, ქალაქის "ფასადური, ლამაზი" ფონის შესანარჩუნებლად, რამდენ ხანს აპირებენ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკის გაგრძელებას.
"იცით, რომ რამდენიმე დღეა ვნებათაღელვაა გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, რომლებსაც დელისის მეტროსთან შეექმნათ პრობლემა. უმძიმესი სანახავი იყო ის, რაც ჩვენ იქ ვნახეთ, ძალადობრივი გზით ამ ადამიანების აშლა, რა პოლიტიკა არის ეს და ამ ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელებას აპირებთ თუ არა ამ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს "ფასადური, ლამაზი" ფონი შეინარჩუნოთ ამ ქალაქში. მე მაინტერესებს, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით და ეს ძალადობა გაგრძელდება თუ არა", — აღნიშნა ბუაძემ.
მისივე თქმით, მერიაში კალაძის "პიარ ხარჯების" დაფინანსება 5 მილიონით ხდება, იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა მწვავე პრობლემების დაძლევისაკენ იყოს მიმართული.
"თქვენი სოციალური პოლიტიკის შეფასებაში არ შევალ, 31 ათასით გაზრდილი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, მე მგონი, ყველაფერზე კარგად მეტყველებს, ისევე, როგორც რეკორდულად დაბალი ინვესტიციები, რომელიც თბილისში 2021 წელს შემოვიდა. მე მაინტერესებს, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ძალიან დიდი ფლანგვა მიდის დედაქალაქის სტრუქტურებში, კონკრეტული მაგალითი არის საზოგადოებასთან ურთიერთობის აიპი, სადაც 5 მილიონით ხდება თქვენი პიარ ხარჯების დაფინანსება, იმისთვის, რომ ლამაზი ფოტოები გადაიღოთ და იმისათვის, რომ ალტერნატიული თბილისის ეფექტი შექმნათ.
ჩვენ მეორე მხარეს საპირწონედ გვყავს უფასო სასადილოებით მოსარგებლე 12 ათასი მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვი და ხომ არ ჯობია, ეს თანხა მიმართული იყოს შიმშილის და ამ ძალიან მწვავე პრობლემების მოგვარებაზე და არა იმაზე, რომ თქვენი ინსტარგამ პოსტების გაზიარებასა და დასპონსორებაში 70 ათასი ლარი იქნას გადახდილი", — განაცხადა მან.
დღეს თბილისის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის — მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს და პარალელურად გარეთ იმართება აქციაც.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები