დისციპლინური სახდელის სახით სააკაშვილს სატელეფონო საუბრი 2 თვით შეეზღუდა — თუთბერიძე
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, გლდანის მე-18 დაწესებულების დირექტორის დადგენილებით, ექსპრეზიდენტს დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბარი 2 თვით შეეზღუდა. სახდელი სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს, მისი მხრიდან სამედიცინო აპარატურის დაზიანების გამო დაეკისრა. თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმალურია, რადგან ექსპრეზიდენტს ტელეფონით სარგებლობის უფლება აქამდეც არ ჰქონდა.
"წუხელ გვიან ღამით გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი სახდელი არ იყო გამოყენებული პრეზიდენტის წინააღმდეგ და უბრალოდ უფლების გასაცნობად შევიდნენ თანამშრომლები გორის ჰოსპიტალში. თუმცა უკვე დღეს მე ვიმყოფებოდი გლდანის მე-18 დაწესებულებაში, სადაც გადმომეცა განკარგულება დირექტორისა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება, მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით", — ამბობს ადვოკატი.
თუთბერიძე ამბობს, რომ ეს სახდელი რომელიც სააკაშვილს დაეკისრა არის უკანონო, რადგან არ არის გათვალისწინებული გარემოებები, თუ რა სახით მოხდა ექსპრეზიდენტის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში.
"განკარგულება, რომლითაც სახდელი დაეკისრა პრეზიდენტს, არის სრულიად დაუსაბუთებელი და ცხადია უკანონო, იმდენად რამდენადაც მას არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და იმდენად, რამდენადაც მასში არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული, მიზეზი, თუ რატომ ჰკრა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ამ აპარატს, მიზეზი გახლავთ ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად. ის შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია, მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია, როდესაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს მისგან იძულებით რაღაც ტესტების თუ ანალიზების აღება", — თქვა თუთბერიძემ.
8 ნოემბერს სააკაშვილი, მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა. მათივე თქმით, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
11 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაყვანიდან სამი დღის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი სამკურნალო დაწესებულებაში ძალიან გამოყენებით შეჰყავთ.
გუშინ, 7 დეკემბერს პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნივთის დაზიანებაზე #18 დაწესებულების დირექტორმა დისციპლინური წარმოება 2021 წლის 29 ნოემბრიდან დაიწყო. როგორც განცხადებაში ეწერა, მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ასევე, ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები