კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში კანდიდატურა დეპუტატ სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა
კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ახალი პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატურა დეპუტატ ვიქტორ სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გურასპაულმა და სანიკიძემ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.
"ჩვენ დავსხედით, ვისაუბრეთ, შევთანხმდით. უმრავლეს შემთხვევაში საერთო ხედვები გვაქვს განვითარებასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ წარვდგებით ერთი გუნდით. იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთის მომავალი და კალათბურთის სიმშვიდე, სიწყნარე და განვითარება უნდა", — განაცხადა გურასპაულმა.
ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა, რომ ფედერაციაში დაპირისპირება არ არის და ამას გურასპაულის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს.
"იმ დღიდან, როდესაც მე დავრეგისტრირდი კანდიდატად, ბევრი კითხვები იყო — რამე ხომ არ ხდება ქართულ კალათბურთში, იქვე ხაზგასმით ვთქვი და პირობა დავდე, რომ არამცდაარამც არ მოხდება რაიმე დაპირისპირება. დღევანდელი დღეც არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ", — ამბობს სანიკიძე.
აღსანიშნავია, კანდიდატურის მოხსნამდე გურასპაული და სანიკიძე მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრნენ. შეხვედრა გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ FIBA-ევროპის ბორდის წარმომადგენელი და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა კალათბურთის განვითარებისთვის 100 მილიონ ლარს გამოყოფს. ბრიფინგზე როგორც გურასპაულმა, ისე სანიკიძემ მადლობა გადაუხადეს მთავრობას.
ყოფილი კალათბურთელი და ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 30 ნოემბერს დარეგისტრირდა. მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა არჩევნებში მონაწილების შესახებ განცხადება სანიკიძეს დარეგისტრირებიდან მეორე დღეს, 1-ელ დეკემბერს შეიტანა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები