დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მზადაა ჩაერთოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში, რაც ინკლუზიური პროცესის წამოწყებას და ეროვნული მასშტაბით საუბარს გულისხმობს.

"გასაგებია, რომ ნდობა ნულზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ, ყველანირი კომპლექსის გარეშე, მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს, ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი. პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფიქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.", — წერს ხოშტარია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსი, წარსულზე საუბარი და იმის გააზრება რაც მოხდა.