ზურაბიშვილი პოლიტიკოსებს: მაქვს ერთი ამბიცია — დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აქვს ამბიცია, პრეზიდენტობის დარჩენილ დროში დაეხმაროს პარტიებს ერთიანობაში. სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც მან როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა.
"სამი წელი გავიდა [რაც პრეზიდენტი ვარ]. ამ პერიოდში მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ სიტყვა არ ყოფნის. ბევრი ვისაუბრე ასევე გარე, ამ სიტუაციების ექსპერტებთან და ერთი საერთო დასკვნა აქვთ მათ, რომ სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არათუ არ ღირს — ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილი არის წარუმატებლობისათვის, იმიტომ, რომ საჭირო არის მიხვიდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრუიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისგან და საზოგადოებისგან, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.
ამიტომ, ის დრო, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებლები და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას, მე ამის მერე და ამის იქით არა მაქვს არანაირი ამბიცია პოლიტიკური. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირ დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა", — ასე მიმართა ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში შეკრებილ პოლიტიკოსებს.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საახალწლო მიღების შესახებ ბევრი კითხვა გაჩნდა და განაცხადა, რომ ამაში არაბუნებრივი და განსაკუთრებული არაფერია. მისი თქმით, მსგავსი ღონისძებები სხვა ქვეყნებში ჩვეული პრაქტიკაა და მომავალ დღეებში აპირებს შეხვედრას სამხედრო ხელმძღვანელებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას კიდევ ერთი მიზანი აქვს და ეს არის "ატმოსფეროსა და განწყობის შეცვლა".
"არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელცი არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანი არის, რომ შეიცვალოს რაღაცა ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ჯერ არ შემოვა მაგრამ, ეს არის პირველი, ერთ ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა პოზიტივი არის მე მგონი და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის დღეს უკვე ამ ძალიან მძიმე პოლარიზაციას, გაუთავებელ დძააბულობას, რომელმაც ჩაძირა ჩვენი ქვეყანა, გააჩერა ჩვენი ქვეყაბა. პრაქტიკულად, არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე", — განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.
ამ წუთებში ორბელიანის სასახლები საახალწლო მიღება მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები