პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა კრიზისულ მომენტში ჩაიბარა თუმცა შემდეგ "წესრიგი დაამყარა" და "ყველას კუთვნილი ადგილი მიუჩინა". ეს განცხადება მან 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

"მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო ხელოვნურად აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონს უზენაესობა და შეარულოს ვალდებულებები.

სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ პრინციპებს არ არღვევდა. შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემ მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავამყარეთ, დავაბრუნეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. სიტყვით გამოსვლა მან პრემიერმინისტრად დანიშვნამდე ქვეყანაში არსებული ვითარების აღწერით დაიწყო და ამტკიცებს, რომ იქამდე არსებული პრობლემები მოგვარება შეძლო.