თბილისში, ვარკეთილში კაცმა ორსული ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მან ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა/109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. უწყების ცნობით, მოკლული ქალის ქმარი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.