წელს ბევრი მინისტრი შეიცვალა. ვნახეთ ძველი და ახალი სახეები — მინისტრის ყოფილი, მათ შორის, ერთი უწყებიდან მეორეში გადასული მოადგილეები. გადადგა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც. თუმცა მისმა შემცვლელმა თავი უკვე დაგვამახსოვრა.

გასახსენებელი ბევრი გვაქვს სხვებისგანაც, რადგან 2021 წელს, ორი არჩევნების ფონზე, მათი განცხადებების ნაკლებობა საზოგადოებას ნამდვილად არ უგრძნია. საინტერესოა, შენ რა გახსოვს და შეძლებ თუ არა ამ ქვიზის დახმარებით, გამოიცნო სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი.

ტესტი: გამოიცანი მინისტრი

ტესტის დაწყება

1 / 15 დავიწყოთ ბოლო ამბით — გახსოვს თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრის სახელი და გვარი?

2 / 15 რომელმა მინისტრმა შეადარა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს?

3 / 15 რომელი მინისტრი ფიქრობს, რომ კარგი იქნება მოუსმინონ, რადგან "კარგ რაღაცებს" ლაპარაკობს?

4 / 15 ვინ აღწერა ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა, როგორც "თბილი"?

European Union

5 / 15 რის მინისტრია ფოტოზე აღნიშნული პიროვნება?

6 / 15 მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, ვინ თქვა, რომ არ იცოდა, ზუსტად რა მოხდა და მოიკითხავდა?

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

7 / 15 "ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს" — ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

გვანცა სეთურიძე/On.ge

8 / 15 "აქეთ არის __ __, რვა შვილის მამა, უწესიერესი კაცი, შეადარეთ კეზერაშვილს", — რომელი მინისტრი დაახასიათა ღარიბაშვილმა ასე?

ქართული ოცნება

9 / 15 ვინ ფიქრობს, რომ ბიზნესს სიმშვიდე დაუბრუნეს?

10 / 15 ერთ-ერთი მინისტრი მიიჩნევს, რომ იუმორის ნიჭი არა, მაგრამ ცინიზმის აქვს. რომელი?

11 / 15 რომელი მინისტრი იყო წარსულში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტასა და თბილავიამშენის გენერალური დირექტორი?

12 / 15 ვინ ფიქრობს, რომ "უშინაარსო გამოხდომებს" პრემიერი "ადეკვატურად" პასუხობს?

13 / 15 რომელმა მინისტრმა თქვა, რომ ეკონომიკა აღდგენის შესაძლებლობებს მზად შეხვდა?

14 / 15 რომელი მინისტრი გაჩერდა შლაგბაუმზე, დაიბნა და იგრძნო, რომ ნამდვილად ევროპაში იყო?

15 / 15 რისი მინისტრია ფოტოზე მოცემული ადამიანი?

იტვირთება...
ერთი წუთით...