ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა თვის ბოლომდე გადაწია
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ულტიმატუმის ვადა თვის ბოლომდე გადაწია. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ადვოკატებთან კომუნიკაციის კონფიდენციალობასა და რუსთავის ციხეში ექიმების შეშვებას ითხოვს.
"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს", — განაცხადა შოთა თუთბერიძემ და დააზუსტა, რომ პროტესტი ფორმა, მათ შორის, შესაძლოა იყოს შიმშილობაც.
შოთა თუთბერიძე მიმართავს ადვოკართა ასოციაციას, პირადად მის ხელმძღვანელს, დავით ასათიანს და ყველა ადვოკატს, დაეხმარონ პრობლემის აღმოფხვრაში.
"ეს არის ყველა ადვოკატის პრობლემა. ყველა ადვოკატმა იცის, რომ პაემნების ოთახში, მათ შორის სატელეფონო გზით, არ უნდა ელაპარაკო დაცვის ქვეშ მყოფს, მიტომ, რომ ყველა შენს სიტყვას ისმენენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გზა, რაც არსებობდა, ეს იყო წერილობითი კომუნიკაცია, როცა გვქონდა შანსი, რომ კონფიდენციალურად გვესაუბრა, არის წართმეული მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის", — აცხადებს თუთბერიძე.
კითხვას, რამდენად სერიოზულად აღიქვამს საზოგადოება ულტიმატუმის გადაწევას, ადვოკატი ასე პასუხობს:
"მე არ მახსოვს არცერთი შეუსრულებელი ულტიმატუმი ან არცერთი დარღვეული ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. არცერთი მისი დაპირება არ მახსოვს შეუსრულებელი, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველ დღე ტყულს იძახიან იუსტიციის სამინისტროს შენობიდან და პრემიერმინისტრის პოზიციისგან [...] მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის თითოეულ განცხადებას".
ადვოკატებთან კომუნიკაციის კონფიდენციალობასა და ექიმების დაშვებას მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს მოითხოვა და ულტიმატუმის ვადად დღევანდელი დღე, 6 დეკემბერი განსაზღვრა. მანვე თქვა, რომ მოთხოვნის განსაზღვრულ ვადამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია — რას.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
კომენტარები