რუსეთი ითხოვს "რკინა-ბეტონის გარანტიებს", რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან NATO-ს წევრები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვს სჭირდება "რკინა-ბეტონის გარანტიები", რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რიაბკოვის თქმით, ამ საკითხზე შეთანხმებას და პროგრესს ვერ მიაღწიეს. თავის მხრივ ვენდი შერმანი ამბობს, რომ არ აპირებენ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეცვლას და რუსეთის მოთხოვნები ვაშინგტონისთვის მიუღებელია.
"ჩვენ მოგვბეზრდა ცარიელი საუბრები, სანახევრო დაპირებები, არასწორი ინტერპრეტაციები, რაც ხშირად ხდება დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვჭირდება რკინა-ბეტონის, იურიდიულად წონადი გარანტიები, არა დაპირებები, არამედ გარანტიები, სიტყვებით "უნდა", "ვალდებული ვართ", არ გავხდეთ ნატოს წევრები", — განაცხადა რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე.
დღეს, 10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა. თითქმის 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ორივე მხარე თანახმაა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა კომენტარებით ცხადია, რომ ისინი შორს არიან შეთანხმების მიღწევისგან.
შერმანის თქმით, შეხვედრაზე გულწრფელად და პირდაპირ ისაუბრეს და ეს იყო დისკუსია ერთმანეთის უკეთ გასაგებად. მისივე თქმით, ეს არ იყო ის, რასაც მოლაპარაკებებს ეძახიან. თავის მხრივ რიაბკოვიც ამბობს, რომ შეხვედრა რთული, პროფესიონალური და კონკრეტული იყო. მისივე თქმით, აშშ სერიოზულად მიუდგა რუსეთის მოთხოვნებს.
რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინზე თავდასხმის გეგმა არ აქვს და აღნიშნა, რომ დასავლეთს შანტაჟისა და სანქციების გარდა არსენალში არაფერი დარჩა. შერმანმა კი განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის მოთხოვნები ნატოს გაფართოების შეჩერებაზე და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ისევე, როგორც ნატოზე, ნატოს გარეშე.
ამავე თემაზე:
- რუსეთმა არაერთხელ განახორციელა აგრესიული ქმედებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში — ბლინკენი
- NATO-ს გაფართოება მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის თავისუფლებისთვის — სტოლტენბერგი
- რასმუსენი: 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით, დროა, გეგმა ჩამოვაყალიბოთ
- NATO-ს გაფართოება აღმოსავლეთით მიუღებელია, რა არის აქ გაუგებარი? — პუტინი
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები