65 წლის ასაკში ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა გაავრცელა.

საერთაშორისო მედიების ცნობით, სასოლი ჰოსპიტალში 26 დეკემბერს იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის სერიოზული გართულებების გამო მოათავსეს.

იტალიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, დავიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წლიდან, ხოლო პრეზიდენტი 2019 წლიდან იყო.