ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში წლების განმავლობაში აღვივებდა კონფლიქტებს.

"რა თქმა უნდა, ეს იყო რუსეთი, რომელმაც 2014 წელს სცადა ყირიმის ანექსია, დაიწყო ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას. რუსეთი წლების განმავლობაში იჭრებოდა, აღვივებდა კონფლიქტებს მეზობლებისა და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია — ალბათ, არ გვაქვს დრო, რომ ყველა მათგანს ჩავუღრმავდეთ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე რომ დავასახელოთ, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა.

რუსეთი წლების განმავლობაში ერეოდა დემოკრატიულ არჩევნებში, ჩვენის ჩათვლით, თუმცა რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლა მხოლოდ ჩვენით. მათ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, განახორციელეს კიბერთავდასხმები, გამოიყენეს ენერგია, როგორც იარაღი, სხვა ტაქტიკებთან ერთად", — აცხადებს ის.

ამავე თემაზე: